ამერიკელმა მეცნიერებმა პეპელა კიბორგები შექმნეს

 ამერიკელმა ბიოინჟინრებმა შეძლეს პეპლების ორგანიზმში ელექტროდის ჩანერგვა, რის შედეგადაც პეპელა ჯერ კიდევ ჭუპრის ასაკში ხდება ბიოჩიპზე დამოკიდებული კიბორგი, რომელიც ყველა პროგრამირებულ ბრძანებას ასრულებს.
კიბორგი პეპლების გამოყენება მტრის პოზიციების დასაზვერად, ასევე სამაშველო სამუშაოების დროს შეიძლება. ახალი კიბორგ-ტექნოლოგია ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში შეიქმნა. პროექტს სახელწოდებით ,,HI-MEMS“ (Hybrid Insect Micro-Electro-Mechanical Systems) აფინანსებდა სამეცნიერო სახელმწიფო პროგრამა. ,,ჩვენ იმედი გვაქს, რომ ჩვენი ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი ჰიბრიდული მწერები სპეცსამსახურებს საგანგებო მდგომარეობაში დაეხმარება“, – განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალპერ ბოზკერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები