პაატა მანჯგალაძე: ოპოზიციას წარმოვადგენ და ჩვენ საქართველოში არეულობის მოწყობის არანაირი გეგმა არ გვაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა.

მანჯგალაძის შეფასებით, სუს-ის ეს განცხადება პროვოკაციაა.

“ჯაშუში ფარცხალაძე და ეს ქსელი კი არ ყოფილა თურმე პრობლემა, არამედ ახლა რუსული სცენარი შემოგვთავაზეს, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, პოლონეთი და უკრაინა აპირებენ ბელარუსში გადატრიალებასო. ვფიქრობდი, ფარცხალაძეს  პროკურატურაზე აქვს გავლენა-მეთქი და თურმე სუს-იც მისი გავლენის ქვეშ ყოფილა. ცდილობენ, ფარცხალაძის რუსული ჯაშუშობის გადაფარვას. ასევე ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღარიბაშვილისა და კალაძის მიერ სახელმწიფო ბორტის შმაქსად გადაქცევა გადაიფაროს. რაღაც დრამატულ სცენარს გვთავაზობენ, რომ უკრაინა და პოლონეთი საქართველოში გადატრიალების მოწყობას აპირებენ. ამერიკის მიერ ჯაშუშური ქსელის გაშიფვრის პირდაპირი მტკიცებულება გაქვთ და ახლა ეს ყველაფერი საიდან მოიგონეს? წინა გამოიძიეს, 2014 წლის საქმე გახსნეს? ოპოზიციას წარმოვადგენ და ჩვენ საქართველოში არეულობის მოწყობის არანაირი გეგმა არ გვაქვს, სუს-ის ეს განცხადება პროვოკაციაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები