შალვა პაპუაშვილი: ვაფასებთ უნგრული მხარის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოთ უჭერს მხარს

პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს.

„იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ის, რის მოსმენაც სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით და ვისურვებდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები