ლევან დავითაშვილი: როდესაც ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა ველოდოთ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, თუმცა ეს ცალსახად ჩინური მხარის გადასაწყვეტია

როდესაც ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა ველოდოთ [სავიზო რეჟიმის] შემსუბუქებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ გადავდგით პროაქტიულად ეს ნაბიჯი [უვიზო რეჟიმის გაუქმება]. დაველოდებით შემდგომ რეაქციებს ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა ველოდოთ [სავიზო რეჟიმის] შემსუბუქებას, თუმცა, ეს ცალსახად მათი გადასაწყვეტია და ჩინურმა მხარემ ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, ეს მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იქნება და ხშირ შემთხვევაში არ ეხება ეს ერთ ქვეყანას. იგივე შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობას არ ეხებოდეს და ბევრი სხვადასხვა ელემენტი შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები