ბრიტანელმა მეცნიერმა “ჯეკ მფატრავის” ვინაობა დაადგინა

ლივერპულის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დოცენტმა იარი ლოუჰელაინენმა დნმ-ის ანალიზის მეშვეობით შეძლო ცნობილის მანიაკის “ჯეკ მფატრავის” ვინაობა დაედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას „The Daily Mail“- ი ავრცელებს.
ბრიტანელი მეცნიერის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ “ჯეკ მფატრავი” სინამდვილეში პოლონელი ემიგრანტი, დალაქი აარონ კოსმინსკი იყო. ეს ადამიანი თავის დროზე ექვს შესაძლო ეჭვმიტანილს შორის სახელდებოდა.
დამნაშავის ვინაობის დადგენა დნმ-ის ანალიზის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც “ჯეკ მფატრავის” ერთ-ერთი მსხვერპლის შალის მოსახვევიდან იყო აღებული.
მეცნიერმა ეს ნივთი მანიაკის ხელიდან დაღუპული ქეთრინ ედოუსის შთამომავლისაგან მიიღო.
“ჯეკ მფატრავმა” 1888-1891 წლებში ლონდონის რაიონ უაიტელში განსაკუთრებული სისასტიკით 11 მკვლელობა ჩაიდინა.სერიული მკვლელის მსხვერპლები ადგილობრივი მეძავები იყვნენ. პოლიციამ ვერ შეძლო მანიაკის ნამდვილი სახელის დადგენა და ყველა დანაშაული ბოლომდე გაუხსნელი დარჩა. აარონ კოსმინსკი პირველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის (1888 წ. ) 23 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები