ედიშერ გვენეტაძე: მართალია, კახი კალაძის სადარი დიდი ფეხბურთელები გვყავდა საქართველოში, მაგრამ რაც ამ ქალაქში დაბადებულმა, გაზრდილმა და ჭეშმარიტად ღირსეულმა კაცმა – კახი კალაძემ შეძლო, ის ჯერ არავის გაუკეთებია

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.

“არ შეიძლება, ამ თემას არ გამოვეხმაურო!
დიახ, იმსახურებს ჩემი მშობლიური რაიონი თუ მუნიციპალიტეტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სათამაშო ნივთის- ბურთის ძეგლს!
იმსახურებს!
რატომ?
აი, იმიტომ, რომ მართალია, კახი კალაძის სადარი დიდი ფეხბურთელები გვყავდა საქართველოში, მაგრამ რაც ამ ქალაქში დაბადებულმა, გაზრდილმა და ჭეშმარიტად ღირსეულმა კაცმა – კახი კალაძემ შეძლო, ის ჯერ არავის გაუკეთებია და ალბათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ გააკეთებს ქართულ ფეხბურთში!
სახელდობრ,
კახი კალაძემ ორჯერ მოიგო მსოფლიოს უპირველესი საგუნდო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონთა ლიგა!
ორჯერ!
ორჯერ აქვს ხელით აწეული ქართველ, სამტრედიელ კაცს მსოფლიოს ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო და სანუკვარი თასი!
ამიტომ ის სიმბოლური სათამაშო ნივთი, რომლითაც კახი კალაძემ
საქართველოს!
ქართველებს!
სამტრედიას და სამტრედიელებს!
საქვეყნოდ გაუთქვა სახელი იმსახურებს ძეგლს!
უფრო მეტიც, ბოღმიანებო, შურიანებო და ქართველი კაცის წარმატებებით გულზე გახეთქილებო!
“ამ პატარა კოხტა ქალაქის” მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის კახი კალაძე სამტრედიელი მარადონაა!
სამტრედიელი მარადონა!”, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები