დავით ქართველიშვილი: თბილისში დღეს გახსნილი მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი „შაბაში” პირდაპირ თუ არა, ირიბად ჩვენი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური აფეთქების საკითხებს განიხილავს

„სამხრეთ კავკასიაში „საინტერესო” მოვლენებს ნამდვილად ეყრება საფუძველი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილის თქმით, საფრანგეთის სენატმა თავის დეკლარაციაში დაგმო აზერბაიჯანული აგრესია.

„გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიის თემატიკა. საფრანგეთის სენატმა (“ყარაბაღის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფში” შემავალი 6 სენატორის ინიციატივით), თავის დეკლარაციაში დაგმო აზერბაიჯანული აგრესია და მოითხოვა: დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი ჯარი სომხეთიდან, მათ შორის, ლაჩინის დერეფნიდან. უნდა შეწყვიტოს ანტისომხური რიტორიკა და სომხების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. უნდა გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები და შეწყვიტოს სომხეთის კულტურული და რელიგიური ძეგლების განადგურება.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ წარმოებაში უნდა მიიღოს სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სუვერენული სომხეთის მიმართ ჩადენილი სამხედრო აგრესიის მუხლით. საფრანგეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მიმართ უნდა შემოიღოს სანქციები, ქვეყნის ლიდერების აქტივების დაპატიმრებისა და გაზისა და ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების ჩათვლით. საფრანგეთის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს „მთიანი ყარაბაღის” დამოუკიდებლობა და განათავსოს თავისი ჰუმანიტარული ოფისი ამ რესპუბლიკაში (ამ ეტაპზე, საელჩოს საკითხის განხილვამდე). დეკლარაცია მიღებული იქნა თითქმის ერთხმად, ერთი წინააღმდეგის გამოკლებით (ნატალი გულე, რომელსაც ადრეც ადანაშაულებდნენ აზერბაიჯანის ლობიზმში). ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში „საინტერესო” მოვლენებს ნამდვილად ეყრება საფუძველი. თბილისში დღეს გახსნილი მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი „შაბაში” პირდაპირ თუ არა, ირიბად ჩვენი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური აფეთქების საკითხებს განიხილავს”, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები