დავით ქართველიშვილი ევროპარლმენტარებზე: იმის გამბედაობა არა აქვთ, Politico-ს ნარატივი ღიად გაახმოვანონ, მაგრამ კონკრეტული თარიღების მიმართ “ფობიის” ნიადაგზე ერთმანეთს მაინც დაერივნენ

“როგორც ჩანს ევროპაში ვაშინგტონელი “წინასწარმეტყველების” ხაზის გამტარებლების გაღიზიანება, ამ “ზუსტმა” დათარიღებამაც გამოიწვია,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის პრეს-სპიკერის მოადგილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი გაფართოების თარიღებზე ორიენტირებული არაა და ფოკუსირებულია კანდიდატ ქვეყნებთან ახლო მუშაობაზე.

ქართველიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელი დაასახელა, მის მიმართ დაიწყო ბულინგი.

“როდესაც თეთრი სახლის მედია-რუპორმა Politico-მ სამი თვის წინ სკეპსისი გამოთქვა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ჩემი “ანტიდასავლური” ნდობა გამოვთქვი ამ ამერიკელი “წინასწარმეტყველების” მიმართ. როდესაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცადა ამ სკეპსისის ნაწილობრივ გაფანტვას და EU-ს გაფართოების სავარაუდო თარიღი 2030 წლის შემდგომ პერიოდზე გადაწია, მისი მისამართით მყისიერმა “დაბულინგებამ” და კრიტიკამაც არ დააყოვნა. როგორც ჩანს, ევროპაში ვაშინგტონელი “წინასწარმეტყველების” ხაზის გამტარებლების გაღიზიანება ამ “ზუსტმა” დათარიღებამაც გამოიწვია. ჯერ იმის გამბედაობა არა აქვთ, Politico-ს ნარატივი ღიად გაახმოვანონ, მაგრამ კონკრეტული თარიღების მიმართ “ფობიის” ნიადაგზე ერთმანეთს მაინც დაერივნენ. ჩვენ კი NATO-ს ღია კარებთან ორპირში დგომის შემდეგ, დღეს უკვე EU-ს ღია ფანჯარასთან გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა პოპკორნის მირთმევით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპერსპექტივების ირგვლივ ჩვენი დასავლელი “მამამარჩენალების” ურთიერთკბენისა და ჩხუბის პროცესებს ვადევნოთ თვალყური, იმედია, ამ კარისა და ფანჯრის მიღმა, რაღაც ახალი, უსაფრთხო, უფრო საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ლოკაციებზე თანდათანობით გადაადგილების რეჟიმში…” – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები