გაგრის რაიონში გაუჩინარებული 17 წლის მოზარდი იპოვეს
ოკუპირებულ გაგრის რაიონში, 15 აგვისტოს გაუჩინარებული სარატოვის მკვიდრი, კირილ დოლბილოვი – იპოვეს.
ადგილობრივ ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ 17 წლის მოზარდი ხაშუფსეს კანიონის მიდამოში გაუჩინარდა.
ის გამთენიისას კანიონშივე იპოვეს.
“ბიჭი ცოცხალია. აღენიშნება მცირე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები. გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.