ამირან სალუქვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: თქვენს დღევანდელ რიტორიკას ჩალის ფასი აქვს

“საერთოდ, რაც ნაცმოძრაობამ აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთეთ, როცა ლამის მთელი ენერგეტიკა და ეკონომიკა ჩააბარეთ ოკუპანტ რუსეთს, ლამის გაზსადენი და რკინიგზაც კინაღამ მიაყოლეთ და რუსულ ინვესტიციებს არეკლამებდით, ფულს სუნი არ აქვსო, თქვენს დღევანდელ რიტორიკას ჩალის ფასი აქვს”,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სალუქვაძე “ფეისბუქ” პოსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“რომან გოცირიძემ ბოლშევიზმად შეაფასა მისი ყოფილი თანაპარტიელების მოწოდება, ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა იაროთო (“სქრინიკომენტარებშია). ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვეთანხმები. საერთოდაც, ბოლშევიკების პარტიაში იყო. ნელ-ნელა ხვდება.

ეკა წამალაშვილი უკომენტარებს, “ბლექსი არენა” ბიძინა ივანიშვილის აშენებულია და არასდროს გამიჩნდება წასვლის სურვილიო. უნდა მიიღონ პასუხი.

ნაცმოძრაობის ლოგიკით:

1. ნაციონალები თუ ხელისუფლებაში თუ დაბრუნდებიან, მათ ოპონენტებს მათ მიერ დაფინანსებულ კონცერტებზე არ მიუშვებენ?!

2. მათი, ანუ წამალაშვილის და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, არათუ მთავრობის დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა იარონ ნაციონალებმა, არამედ ბიძინა ივანიშვილის აშენებულ “ბლექსი არენაში”, დენდროპარკში, მზიურში, რესტავრირებულ დელფინარიუმში, თეატრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, ფილარმონიაში, კონსერვატორიაში, მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებში, რაგბის სტადიონებზე, ბათუმის 6 მაისის ბაღში, მუცოში, ბოტანიკურ ბაღებში და უამრავ სხვა ადგილებში არ უნდა შედგან ფეხი. მეტიც, 2004-2007 წლებში ვისაც ხელფასებს უხდიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან დაწყებული, მუნიციპალიტეტებით დამთავრებული, ნაციონალებში დარჩენილებმა ფულიც უნდა დააბრუნონ.

3. რა თქმა უნდა მე-2 პუნქტში დაწერილი ჩემი მოწოდება არასწორია. ასევე არასწორია ნაციონალების მოწოდება მათი მომხრეებისადმი, რომ ხელისუფლების დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მხოლოდ ხელისუფლების მომხრეებმა უნდა იარონ. ესაა სიძულვილის და მიუღებლობის კიდევ უფრო გაღვივება და საზოგადოების მეტად გახლეჩვის მცდელობა. თანაც, ბიუჯეტში, მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეთა წილიცაა.

ასევე, ბიძინა ივანიშვილს “ბლექსი არენა” და სხვა ობიექტები, რაც ჩამოვთვალე, პოლიტიკური მომხრეებისთვის არ აუშენებია/შეუკეთებია.

4. რაც შეეხება კონცერტების დაფინანსებას. ასეთი ღონისძიებების დაფინანსების კრიტიკა იგივეა, ტურიზმის მოზიდვის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს და მთავრობის მიერ ქვეყნის გარეთ დაფინანსებული ღონისძიებები გააკრიტიკო, ან წიგნის ფესტივალების დაფინანსება ჩათვალო ფულის გადაყრად და ა.შ.

ასეთ ღონისძიებებში დახარჯული ფინანსების ეფექტიანობა განისაზღვრება არა მსგავსი პოპულისტური განცხადებებით, რომ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში ფულის გადახდა “ცუდია”, არამედ შემოსული ტურისტების რაოდენობით და ტურიზმიდან როგორც ბიუჯეტში, ასევე ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში შესული შემოსავლების მოცულობით.

5. ის ვიდეო ხომ შეგახსენეთ ადრე, როგორ გახსნა სააკაშვილმა “ბლექსი არენა” 2012 წლის არჩევნების წინ და რა სიტყვები წარმოთქვა?! მაშინ სად იყვნენ ეკა წამალაშვილი და სხვები. 2012 წლის არჩევნების წინ რაგბის 10 სტადიონი და სხვა ობიექტებიც სიამაყით გახსნეს და მიითვალეს.

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მომღერალმაც გააკეთა განცხადება და “ბლექსი არენის” ადმინისტრაციამაც. საერთოდ, რაც ნაცმოძრაობამ აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთეთ, როცა ლამის მთელი ენერგეტიკა და ეკონომიკა ჩააბარეთ ოკუპანტ რუსეთს, ლამის გაზსადენი და რკინიგზაც კინაღამ მიაყოლეთ და რუსულ ინვესტიციებს არეკლამებდით, ფულს სუნი არ აქვსო, თქვენს დღევანდელ რიტორიკას ჩალის ფასი აქვს. რატომღაც თქვენი ლიდერი ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს არ უსვამდა პოლიტიკურ კითხვებს. რატომ?”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები