გოგა ხაინდრავა: რატომ გახდა „ოცნების“ მთავარი მოკავშირე ჩინეთი? ეს აღარ არის ბეცი პოლიტ კიკუების ლაი ლაი! ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ნაყიდ პრესაში

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთთან დიდი ფინანსური და პოლიტიკური ანგარიშვალდებულება გააჩნია, რის გამოც „ქართული ოცნება“ ჩინეთის მთავარი მოკავშირე გახდა.

როგორც ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ნაყიდ პრესაში აშშ-ის ელჩის მიერ მართული გავლენის აგენტების მეშვეობით.

„რატომ გახდა „ოცნების“ მთავარი მოკავშირე ჩინეთი?

ეს აღარ არის ბეცი პოლიტ კიკუების ლაი ლაი! ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ნაყიდ პრესაში აშშ-ის ელჩის მიერ მართული გავლენის აგენტების მეშვეობით.

ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე“, – წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები