ლევან თაქთაქიშვილი: ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას, მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას!

“ვინც შუბლის ძარღვზე დაღონდება, ხომ კარგი, მარა ვინც საქმის აღძვრას მოითხოვს ქურდობაზე? მათი სახელი ლეგიონია! ო, რა საშინელებაა ეს კასტა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს.

“ბიჭო, თავად-აზნაურობას ჩამოართვეს საუკუნეების განმავლობაში განპირობებული მამულები, ყველაფერი სახელმწიფოსიაო! შეეგუენ კეთილშობილები, ვინც არა და … სარაჯიშვილის სახლიც ხოშტარიას წაართვეს, დიახ, ჩამოართვეს! მერე იყო და პავლე იაშვილი და ტიციან ტაბიძე მივიდნენ ორჯონიკიძესთან – სარაჯიშვილის ყოფილი სახლი, ხოშტარიას რომ წაართვით, მწერალთა კავშირს მიეცითო. მისცა სერგომ ეს სახლი არა შეხვედრებისათვის, არამედ სათაგურად!

დაამწყვდიეს ყველა მწერალი, დაუნიშნეს უფროსად უღმერთო სილიბისტრო თოდრია და მიხვდა ბატონი პავლე, მიხვდა, მარა გვიან იყო! ხო, და მოიკლა თავი! პრაქტიკაა ასეთი თურმე: კაცი თავს იკლავს იმ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს!

არასოდეს არ გამხდარა ეს შენობა არავისი! ასეა სულ!

ასე იქნება მარად!

ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს! ან როგორ უნდა იგრძნოს, მანდ რაც ცოდვები დატრიალებულა, იხილეთ ჟურნალი მნათობი 1932-1937 წლები, ბოლოს მწერალთა სახლში ჩატარებული ხსდომების სტენოგრაფიული ანგარიშებით!

ასეა ეს!

ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას! იქნებ მან მოახერხოს და ერთად მოუყაროს თავი ამ განხეთქილებაში მყოფ მწერლობას! მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას! რთული მისიაა! შესაძლებელი კი არის ეს?“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები