გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები მაქსიმალურად გამკაცრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. მისივე თქმით, ქვეყანაში წლების განმავლობაში არ არსებობდა კომპლექსური მიდგომა ნარჩენების გატანასა და გადამუშავებასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, მოქალაქეები ანაგვიანებენ ისეთ ადგილებს, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ გვაქვს საოცარი ლამაზი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, უსირცხვილოდ ყრიან ნაგავს და ხშირად პირდაპირ მანქანებიდან ხდება ამის გაკეთება. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები. ყველა ადამიანი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ და არასახელმწიფოებრივად მოიქცევა, მაქსიმალურად დაჯარიმდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=48mk-t444nw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები