“ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან“, ანუ სამკაულებში გაბნეული გრძნობები

 თაკო რუხაძე, – პროფესიით იურისტი, დღეს მას ყველა სამკაულების დიზაინერად იცნობს. მას აქვს საკუთარი ხელწერა და სტილი, ჰყავს ხელოვნების თაყვანისმცემლები და სურს, რომ ქველმოქმედებით დასაქმდეს…


– თაკო, თქვენი ნამუშევრები დღეს უკვე ცნობილია ქალაქში, მაგრამ ბევრმა არ იცის მათი შექმნის პრეისტორია.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
1451361_643618625697160_1152078230_n– დედა იურისტი მყავს… და ამიტომ ქართული ტრადიციების მიხედვით მეც აუცილებლად უნდა იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. ჰოდა, მეც ჩავაბარე. მართალია, საინტერესო იყო, და მინდა გითხრათ, რომ წარმატებითაც დავამთავრე.. მაგრამ ეს, რომ იტყვიან, ჩემი ნამდვილად არ იყო…სულით ხელოვანი ვარ და იურისტი ჩემგან არ გამოვა…
– ბუნებრივ გაჩნდა ,,ეჭვი”, რომ ყველაფერი ბავშვობიდან თოჯინებისთვის სამკაულების დამზადებით დაიწყო?
– მართლაც, ასეა.. პატარა რომ ვიყავი, თოჯინებს მაკიაჟს და ვარცხნილობას ვუკეთებდი… ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და მახარებდა. ასე რომ, ზუსტად ისეთივე თაკო ვიყავი, ახლა რომ ვარ. და კიდევ,- თუ რამე მინდოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, იმას აუცილებლად ვაკეთებდი.. დედა ყოველთვის გვიწყობდა ხელს, სახლში ყოველთვის გვქონდა უამრავი ლიტერატურა ხელოვანებზე, ქალის მოვლასა და ესთეტიკაზე. დედა არ გვზღუდავდა და ყოველთვის გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე და ჩემს დაიკოს გვეჩხირკედელავა, ჩვენი ფანტაზიით ლამაზი ნივთები დაგვემზადებინა… მერე ეს ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო. ასაკთან ერთად იხვეწებოდა გემოვნება და ძლიერდებოდა სილამაზის შექმნის სურვილიც.. მოგვიანებით, მეგობრების სტიმულით გადავწყვიტე, გამეკეთებინა ისეთი გამოფენა, რომელიც ეფექტს მოახდენდა და ხალხს ისეთ თაკო რუხაძეს გააცნობდა, როგორიც სინამდვილეში ვარ და როგორსაც ისინი არ იცნობენ….
– თაკო, სად გამოიფინა თქვენი პირველი ნამუშევრები..
1601280_643618699030486_412700767_n– მეგობრების სტიმულით გადავწყვირტე, რომ გამეკეთებინა ისეთი გამოფენა, რომ ეფექტი მოეხდინა და ასე გაეცნო ხალხს თაკო რუხაძე. პირველი გრანდიოზული გამოფენა გალერეა ვერნისაჟში ცოცხალი მუსიკის თანხლებით გავაკეთე. მან წარმატებით ჩაიარა, მეც მომეწონა, სტიმული მომეცა და ერთ თვეში პერსონალური გალერეა “ვაჩეში“ გავმართე. შემდეგ ქალაქ ზუგდიდში მიმიწვიეს, სადაც ორჯერ გაიმართა ჩემი სამკაულების გამოფენა. საერთოდ კი, წელიწადში თითქმის 2 -3 ჯერ ახალი კოლექციის გამოფენას ვაწყობ.
– სულ რამდენი ნამუშევარი გაქვს, და თუ არის მათ შორის ისეთი, რომელსაც გასაყიდად ვერ გაიმეტებ?
– პირველ გამოფენაზე 300 ნამუშევარი მქონდა და ყოველ გამოფენაზე ახალ კოლექციაში თითქმის 150 ნივთი მაინც გამაქვს. არის ისეთი სამკაულები, რომლებსაც ვერ ვიმეტებ გასაყიდად… ერთ-ერთ პროექტში – ,,წარმატებული ქალი პოდიუმზე“ მეც ვმონაწილეობდი და მე ყველა მონაწილეს ჩემ მიერ დამზადებული პატარა სამკაულიც კი ვაჩუქე.
– თქვენს ნაკეთობებს თუ ჰყავს მუდმივი მომხმარებელი და რაზე ოცნებობთ?
– ჩემი ნაკეთობების ყველაზე გამორჩეული მომხმარებელი ნინო ბაშარულია, იგი მათ ძალიან იხდენს… კიდევ მინდა გითხრათ ის, რომ მიხარია, გავაკეთე ის, რაც მინდოდა, 8 წლის მანძილზე საქორწილო კაბებისა და ბავშვის საზეიმო კაბების სალონი მქონდა, და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მომავალში სიამოვნებით ჩავუდგებოდი სათავეში დიზაინერებს, თუკი აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც მხარში ამოგვიდგება.400656_643618809030475_545362222_n
– როგორია ბედნიერების თქვენეული განმარტება?
– ოდრი ჰეპბერნის სიტყვები მინდა გავიხსენო: ,,მე მჯერა ვარდისფერი ფერის, მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა, ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების. ოდრი ჰეპბერნის ამ გამონათქვამს ბოლომდე ვეთანხმები და მიყვარს. ხშირად საკუთარ თავში შემიმჩნევია ის, რაზეც მსახიობი ამ ციტატაში საუბრობს. ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან… ცხოვრებაში ყველაფერს დადებითად ვუყურებ და პატარა დეტალებიც კი მახარებს. მერე ამ განცდებს და შეგრძნებებს ჩემს სამკაულებში ვაქსოვ ხოლმე. ეს მათზეც აისახება და ყველა აღნიშნავს, რომ ჩემი ნაკეთობებიც კარგი აურით გამოირჩევა, და როცა მათ იკეთებენ, ამ განწყობას აშკარად გრძნობენ. მეც მიხარია და ბედნიერი ვარ.. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რაც ცხოვრებაში გადამხდა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ყველა წვრილმანი მახარებს და ვინც გამიგებს, ყველა მიყვარს…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები