ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ეწვია

10 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილებისხელმძღვანელი ჰარვი სერნოვიცი ეწვია. ინფორმაციას ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული უნივერსიტეტების საქმიანობის, განვითარების მიმართულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა.

“შეხვედრას ესწრებოდნენ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტების დეკანები.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მისია, განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორობები და განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას, ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების, კვლევისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები