განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით ყირგიზეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობას. 

დოკუმენტი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისა და ექსპერტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები