ირაკლი ჭეიშვილი – ბრიუსელში შეხვედრა თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
“ბრიუსელში შეხვედრა თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური მოთხოვნებია, რომ ხელისუფლებამ გამჭვირვალეობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები გააუქმოს, რუსეთს სანქციები დაუწესოს და ეკონომიკა ჩამოშალოს.
„ამაზე ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გუშინდელი შეხვედრა თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა არაერთი მტკიცებულება წარადგინა, ბრიუსელის მიერ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არ ვიცი, დღის წესრიგში რას დააყენებენ, იმედია, უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დიპლომატიური პასპორტებით გადაადგილება კი, ჩვენ შეგვიჩერეს. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავენ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.