ირაკლი კობახიძე: როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციას და შს სამინისტროს, ის ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს

როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციას და შს სამინისტროს, ის ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ნაცმოძრაობა პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან და ა.შ. ეს არის უბრალოდ მორიგი გამოვლინება. ისინი სახეს კარგავენ ხოლმე და ბოლომდე ავლენენ საკუთარ თავს ასეთი განცხადებებით, რაც არავის უკვირს. თავისი არსით ნაცმოძრაობა და მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ეს ვლინდება მათ პროვოკაციებში და ეს ვლინდება მათ განცხადებებშიც“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გივი თარგამაძემ დაწერა: „ბათუმში иди на хуй корабль-ის დამცველო პოლიციელებო, რაც მე თქვენ აქამდე წლები გელოლიავეთ და აწი მოისმინეთ: თითოეულო, გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით, განურჩევლად ყველა – თქვენზე მონების ძახილი თქვენი ცხონებაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები