თბილისის საკრებულო ხეების უკანონო ჭრაზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს
დედაქალაქის საკრებულო ხეების უკანონო ჭრაზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს. აღნიშნული საკითხი დღეს თვითმმართველობის ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს.
სხდომაზე სულ ორი საკითხი იქნა განხილული. პირველი მერიის მიერ შემოტანილი პროექტი იყო, რომელიც ვაკის ტერიტორიაზე ხეების გასხვლას გულისხმობს, ხოლო მეორე ხეების უკანონო მოჭრასა და უკანონო მშენებლობებს ეხებოდა.