მსჯავრდებულები გაზეთ „აჭარის“ რედაქციას ეწვივნენ
აჭარის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულები გაზეთ „აჭარის“ რედაქციას ეწვივნენ. როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პრობაციონერები გაზეთის დაკაბადონებისა და მისი სასტამბო ვარიანტის მომზადების პროცესს გაეცნენ, შემდეგ კი, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ჟურნალისტებსა და რედაქციის ტექნიკურ პერსონალს გაესაუბრნენ.
გაზეთის წარმომადგენლებმა პრობაციონერებს, დაინტერესების შემთხვევაში, რედაქციის ბაზაზე სტაჟირების გავლა შესთავაზეს, რაც მათ სამომავლოდ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. პრობაციის ეროვნული სააგენტო, პარტნიორი ორგანიზაცების მხარდაჭერით, პირობითი მსჯავრდებულებისთვის სისტემატურად აწყობს საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ მომავლის დაგაგმვასა და რეინტეგრაციაში ეხმარება.