გიორგი მარგველაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრას ტვიტერზე აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრას ტვიტერზე აფასებს.
“მადლობა გადავუხადე ანდერს ფოგ რასმუსენს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე”, – წერს მარგველაშვილი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა უელსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები