რუსთავი-თბილისის გზაზე ტრაილერმა 80-მდე ცხვარი იმსხვერპლა (ფოტო)
რუსთავი – თბილისის შემოვლითი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერი ცხვრის ფარას დაეჯახა. შემთხვევას 80 ცხვარი ემსხვერპლა. ინიციდენტი რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ფაქტი “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარის გამო ადმინისტრაციული წესით მწყემსიც და ტრაილერის მძღოლიც დაჯარიმდნენ, რადგან მწყემსმა გადარეკვის წესი დაარღვია.
“კვირას“ ინფორმაციით, მწყემსმა და ტრაილერის მძღოლმა ადმინისტრაციული წესით დაკისრებული ჯარიმის შეფარდება გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ფოტოს ავტორი: ლუკა ციხელაშვილი