მსჯავრდებულები თბილისის აკვაპარკში იმყოფებოდნენ

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები თბილისის აკვაპარკში („ევროპარკში“) დაპატიჟა. სააგენტოს ინფორმაციით, სამსაათიანი პროგრამის ფარგლებში, 16 მოზარდი საცურაო აუზებზე მოწყობილ ატრაქციონებზე გაერთო. პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის „ევროპარკის“ დირექციას თანამშრომლობისთვის და პირობით მსჯავრდებულების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის. არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულებისთვის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, რეგულარულად ხორციელდება გასართობი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები