საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, აბდულა არიპოვი იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, აბდულა არიპოვი ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები