ზელენსკი ჟენევის მოლაპარაკებებში სამხედრო მიმართულებით პროგრესზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების სამხედრო მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

“ჩვენმა მოლაპარაკებების ჯგუფმა მომაწოდა ინფორმაცია ორდღიანი საუბრების შესახებ. რაც შეეხება მათ შინაარსობრივ მხარეს: თქვენ იცით, რომ არსებობს ორი მიმართულება – სამხედრო და პოლიტიკური. აქ მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს – ეს არის ყველა ის სენსიტიური საკითხი, რომელთა შესახებაც თქვენ იცით. ვხედავთ, რომ გარკვეული სამუშაო შესრულებულია, თუმცა პოზიციები ჯერ კიდევ განსხვავებულია, რადგან მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა” – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები