საგარეო საქმეთა სამინისტრო 2013 წლის ანგარიშს წარადგენს

  საგარეო საქმეთა სამინისტროში 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც ჟურნალის სახით გამოიცა, თავმოყრილია ინფორმაცია სამინისტროს მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. დაინტერესებულ მკითხველს საშუალება აქვს თვალი გადაავლოს საგარეო პოლიტიკის კუთხით 2013 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს და გაეცნოს ინფორმაციას საგარეო უწყების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ.
წლიური გამოცემის პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საგარეო უწყების ცნობით, ქართული დიპლომატიის ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი ფორმით წლიური ანგარიში პირველად გამოიცა და იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები