ცხინვალში ენერგეტიკული სასმელების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება – შედგა ოქმი
ცხინვალის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიიდან 30 ბოთლი ენერგეტიკული სასმელი ამოიღეს.
მაღაზიის მეპატრონეს, ცხინვალში მცხოვრები 50 წლის ქალს “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოქმი შეუდგინეს”.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვაზე აკრძალვა 2012 წელს დაწესდა.
28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე ცხინვალში მცხოვრები 42 ქალის მიმართ “მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე ადმინისტრაციული ოქმი შედგა“.