ოკუპირებულ აფხაზეთში პლაჟების დახურვის რეკომენდაცია გასცეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ უამინდობის გამო ქვეყნის ყველა პლიაჟის გარკვეული დროით დაკეტვის რეკომენდაციით გამოვიდა.

“ამინდის პირობებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია გარკვეული დროით ყველა პლიაჟის დაკეტვა“, – თქვა მან.

ხიშბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება აუცილებელია ქვეყნის მცხოვრებლებისა და სტუმრების უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ სიტუაცია ამჟამად არ არის კრიტიკული, მაგრამ საჭიროა კონტროლი.

„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით უნდა ავუკრძალოთ ხალხს ზღვაში ბანაობა რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებელი წვიმებია, რის შედეგადაც გაგრის რაიონში თითქმის 800 სახლია დატბორილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები