ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი ბელარუსისადმი ​მიმართვაზე იმუშავებს, რომ მათი ე.წ.აღიარება მოხდეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის პროფილური კომიტეტი ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართვის საკითხს შეიმუშავებს.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასეთი წინადადებით ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე, ალან ტეხოვი გამოვიდა.

„თუ ადრე გარკვეული პოლიტიკური შედეგები გვაფერხებდნენ, მათ შორის, სანქციებიც, დღეს ისინი უკვე არ არსებობენ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ საკითხზე, საკუთარი ხაზით უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა მან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პარლამენტში, გრიგორი კოჩიევმა და ე.წ. პარლამენტში ე.წ. მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ზურაბ კოკოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები