ირაკლი ქადაგიშვილი: მთავარი კითხვა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ღირებულებები, რის გამოც ევროკავშირი იყო მიმზიდველი, კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა უკანა პლანზე გადაწია
“მთავარი კითხვა სწორედ იმაშია, რომ ის ღირებულებები, რის გამოც ევროკავშირი იყო მიმზიდველი, კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა უკანა პლანზე გადაწია,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.
“რატომ უნდა არსებობდეს ასეთი დაუფარავი ორმაგი სტანდარტები, როდესაც იქ არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, მცირე მიტინგი კერძო კომპანიის წინ და ამ დროს ამ აქციას ასეთი ბრუტალური წესით არბევენ, საქართველოში კი, როდესაც პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პარლამენტზე ღია თავდასხმები ხორციელდებოდა, რატომ ხორციელდება მუდმივი, დაუმსახურებელი თავდასხმა? მთავარი კითხვა სწორედ იმაშია, რომ ის ღირებულებები და ფასეულობები, რის გამოც ევროკავშირი იყო მიმზიდველი და მომხიბლავი, კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღწევამ საერთოდ უკანა პლანზე გადაწია ისინი?” – აცხადებს ქადაგიშვილი.