უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, შეტევის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის განცხადებით, დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ინფორმაციით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული იერიშების გამო მუშაობას პერიოდულად აჩერებდა, რადგან შეტევების შედეგად გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ზიანდებოდა.