გიორგი ჩაკვეტაძე: დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა

“დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„რასაც ვხედავდით კოპენჰაგენში, როგორი დემონსტრაციის წინააღმდეგ რა ქმედებებიც იყო ჩადენილი საპოლიციო ძალების მხრიდან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მანდატი ქართული საზოგადოების მხრიდან და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს პასუხი თითოეულ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ გმობენ უკვე კვირაზე მეტია ევრობიუროკრატები იმ პროცესებს, რომლებიც დანიის დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები