ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი

“კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, ამის საზოგადოებისთვის ახსნა ძალიან რთული იქნება.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ოპტიმიზმს გამოვხატავ. იმედია, რომ დეკემბერში სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება. თეორიულად თუ დავუშვებთ ასეთ [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემას] განვითარებას, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული. საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო გახსოვთ, შარშან ივნისშიც და ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. რისკები არსებობს, ჩვენ ვერიდებით დღეს რისკებზე საუბარს. სამომავლოდ, ღმერთმა ქნას, თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან მსჯელობა. კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები