გივი მიქანაძე – 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე: ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე მაქსიმუმია გაკეთებული
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მმართველმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა.
“თითოეულ საკითხზე ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, რაც ყველანაირ კითხვის ნიშნებს გამორიცხავს. იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა დარჩენილ თვეებში, სანამ ევროკომისია არ განახორციელებს საბოლოო დასკვნის წარმოდგენას, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას. თუმცა, ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე მაქსიმუმია გაკეთებული,” – აცხადებს გივი მიქანაძე.