საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.
„შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.
ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.