გიორგი ცუცქირიძე: დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე

დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს.

„საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება “სერიოზულად ეკიდება საკითხს, არ გამოიყენონ ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად, და  მასზე “გულწრფელად შთაბეჭდილება მოახდინა” ფინანსური სანქციების დაცვის მიმართულებით გატარებულმა ზომებმა, მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას კითხვაზე, თუ რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ო’სალივანმა ასე უპასუხა:

“არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას… როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, “არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული ანუ აქ საუბარია იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას”.

ამ შეფასებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მკვეთრ შემცირებაზე, და საზღვრის ჩაკეტვაზე ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს და შესაბამისად არაფერი აქვს საერთო არც მოსახლეობის და არც ქვეყნის ინტერესებთან. მათი ფაქტობრივად ნულისკენ დაძრული რეიტინგებიც ამ განწყობების შედეგია!

ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა სანქციების შედეგებსა და ეფექტურობაზე აღნიშნა, რომ “სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.”“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები