გიორგი ღვალაძის დაკითხვა დასრულდა

   „დელტას“ ყოფილი მეთაურის გიორგი ღვალაძის პროკურატურაში დაკითხვა დასრულდა. მისი განცხადებით, პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „პანორამაში“ გასულ სიუჟეტს უკავშირდებოდა. მისი თქმით, მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ღვალაძის განცხადებით, პროკურატურის კითხვები გადაცემაში დასახელებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს: გია დგებუაძეს, იგივე „მასტერას“, გიორგი ყავლაშვილს და გერონტი ალანიას ეხებოდა.
„მე ვიყავი მოწმის სტატუსით დაბარებული. ინფორმაცია, რაც მქონდა, გამოძიებისთვის საკმაოდ ღირებული, მაქსიმალურად მივაწოდე. ბატონმა გამომძიებელმა მკითხა ყავლაშვილზე, „მასეტერაზე“ და ალანიაზე“,- აცხადებს გიორგი ღვალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები