საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები