“საქართველოდან კარგი პერსპექტივები არ ჩანს” – კვიწინია
ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთში, ალხას კვიწინია აცხადებს, რომ “საქართველო არ არის მზად, ხელი მოაწეროს ალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას”.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, არის თუ არა მზად, “თბილისი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს? მზად არის თუ არა საქართველო დამოუკიდებელ აფხაზეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგისთვის, ე.წ. ელჩი ამბობს, რომ არა.
“სამწუხაროდ, არა. და, ჩემი აზრით, კარგი პერსპექტივები ჯერ არ ჩანს”, – თქვა მან.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა, კვიწინია ამბობს, რომ “მწარე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ, მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარეობს მუდმივი წვრთნები, ხშირად რუს სამხედროებთან ერთად”.