ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, 2-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, 2-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 75 და 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. შესაბამისად, ახალი შენობები ექნება: ქალაქ ოზურგეთის N8 საბავშვო ბაღს; სოფლების – შრომის, მერიის, გურიანთის, ძიმითის, მთისპირის, ბოხვაურის, მაკვანეთის საბავშვო ბაღებს. რეაბილიტაცია კი ჩაუტარდება: ქალაქ ოზურგეთის N3 და ქვემო ნატანების საბავშვო ბაღებს”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერი ასევე გამოეხმაურა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.

„გახსოვთ, ბაღების საკითხით როგორ სპეკულირებდა საკრებულოში რადიკალური ოპოზიცია. საზოგადოების ემოციებით ცდილობენ მანიპულირებას, შემოაქვთ ნიჰილიზმი და უარყოფითი განწყობა ყველაფრის მიმართ. როგორც ხედავთ, ისინი მხოლოდ დესტრუქციით, ყვირილით და აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებულნი, ჩვენ კი ვაკეთებთ საქმეს და ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროექტებით, ახალი ინიციატივებით ვესაუბრებით”, – აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები