გიორგი ამილახვარი: გვინდა, პროფესიული განათლება შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში

ამ სიტყვის კარგი გაგებით, აგრესიულად გვინდა, პროფესიული განათლება შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე-10, მე-12 კლასის საფეხურზე, რომ ბავშვებს შევთავაზოთ გარკვეული პროფესიული ორიენტაციის მიმართულებები, კურსები, პროფესიები, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავიანთ ინტერესებში და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც  მან აღნიშნა, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის პროფესიული განათლება და ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„თითქმის, კონცეფცია-მონახაზი უკვე ბოლოსკენ გადის და ძალიან მალე საზოგადოებას საჯარო პრეზენტაციით შევთავაზებთ მოქნილ და ეფექტურ კონცეფციას. ჩვენ გვინდა, პროფესიული განათლების ფორმირების თავშივე, ეს პროგრამა იქნება თუ კოლეჯი, ჩართული იყოს დამსაქმებელი, რომელიც შემდგომ, სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს პროფესიული განათლებას, რაც ნიშნავს თითქმის, 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელს“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები