ირაკლი ღარიბაშვილმა ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა (ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა.
პროგრამის ფარგლებში ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობა და 3 სკვერი განახლდა. ასევე მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეები და განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია, მიმდებარე კომერციული ფართებით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ 11.8 მილიონ ლარამდე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები