წილკანსა და ძალისში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წილკანსა და ძალისში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გზების მოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა –  დიმიტრი ზურაბიშვილმა მოადგილეებთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, გიორგი ბაჯაძესა და აღნიშნულ სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

სოფელ წილკანში პროექტით გათვალისწინებული არმაზის ქუჩის, კილომეტრამდე გზის მონაკვეთის, მოპირკეთებას ასფალტბეტონის საფარით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,, B.M.C” ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 227 699 ლარია.

ძალისში კი, შიდა საუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა ხეტეაანთ უბნის I და II მონაკვეთზე მიმდინარეობს, პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი მცხეთის მერიასთან ერთად აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო თანხა 404 116 ლარია, ხოლო პავლიანთ უბანში ადგილობრივი ბიუჯეტით, გზის ასფალტბეტონით მოწესრიგების თანხა 246 000 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა მცხეთის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები