გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა და შპს “კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებმა სოფელ ჭაპალაში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების მხარდაჭერით გაიმართა.
,, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. მერიის თანამშრომლებმა დღეს სოფელ ჭაპალაში დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და არ დავაბინძუროთ ბუნება და ჩვენი საცხოვრებელი ტერიტორია“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები