რა დირექტივები მისცა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს რიზეში გამართულ შეხვედრაზე?

      რა მოხდა რიზეში სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის“ ლიდერების საიდუმლო შეხვედრაზე? – ამ სათაურით გაზეთი “ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით, ექსპრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის, 29 აგვისტოს თურქეთის ქალაქ რიზეში გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ წერს. “ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ უმცირესობის წევრებმა მიხეილ სააკაშვილისგან დირექტივები მიიღეს. გაზეთის ცნობით, დირექტივები, სექტემბერში საქართველოს მასშტაბით აქციების გამართვას ეხებოდა.
“სექტემბრიდან იგეგმება აქციიების გამართვა ხალხის გამოფხიზლების მიზნით, როგორიცაა “თვისუფლება ბაჩოს“, “თავისუფლება ვანოს“ “თავისუფლება გიგის“. “ნაციონალების“ მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ზონაში“ ჩამოყალიბდება კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებიც ერთად იმოქმედებენ ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიუაციებში, საპროტესტო აქციებსა და სხვა ღონისძიებებში, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას.
“თავისუფალი ზონის “ ლიდერებს უკვე გადაეცათ სააკაშვილის ოთხი დავალება 1. ორგანიზაციის გააქტიურება; 2. ორგანიზაციის რაოდენობრივი ზრდა დაჩქარებული ტემპით; 3. კონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა; 4. მასმედიის საშუალებით უკრაინის ყოველდღიურობა გადმოტანილი უნდა იქნას ქართულ სინამდვილეში. საზოგადოებაში რუსეთი უნდა წარმოჩინდეს, როგორც „ვამპირი“.
„როგორც „ქრონიკას“ სანდო წყარო ატყობინებს, მიხეილ სააკაშვილმა საიდუმლო შეხვედრაზე თავის დეპუტატებს უსაყვედურა, რომ მათ პარლამენტარობა შეიფერეს და აღარაფერს აკეთებენ. მეტიც, მას აღარ აქვს პარტიის იმედი და ამიტომ მთლიანად ორიენტირებულია „თავისუფალ ზონაზე“.
ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით იგეგმება „თავისუფალი ზონის“ გაფართოება, ეს იქნება ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, თელავი და სხვა რაიონული ცენტრები, თბილისის შემდეგ ყველაზე ძლიერი და აქტიური იქნება მარნეული. მიმდინარეობს აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა, რომლებსაც დაევალებათ ეთნიკური მოსახლეობის გამოფხიზლება და ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში შესვლა. ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდებისაგან შეიქმნება მობილური ჯგუფი. ასევე, შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც გაემგზავრებიან უკრაინაში და მიიღებენ საბრძოლო გამოცდილებას. მათ ეს გამოცდილება საქართველოშიც გამოადგებათ. უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალური ჯგუფების მომზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში მათ მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციებში“, – წერს გაზეთი „ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები