ერდოღანის მეუღლემ მაკრონს ხელზე კოცნის უფლება არ მისცა
თურქეთის პირველმა ლედიმ, ემინე ერდოღანმა, ემანუელ მაკრონს ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიღებაზე მისვლისას ხელის კოცნის უფლება არ მისცა.
გადაცემიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ადიოდნენ მაკრონი და მისი მეუღლე, ბრიჯიტი, ვერანდისკენ მიმავალ კიბეებზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ორჯერ ჩაეხუტა და ზურგზე დაადო ხელი. თუმცა, ერდოღანი გაცილებით თავშეკავებული იყო.
ამავდროულად, ემინე ბრიჯიტს მიესალმა. ამის შემდეგ მაკრონი თურქეთის ლიდერის მეუღლისკენ შებრუნდა და მისი ხელის კოცნა სცადა, თუმცა ეს მცდელობა უხერხული აღმოჩნდა. როდესაც დაიხარა და თითქმის შეეხო ტუჩებით მის ხელს, მიხვდა, რომ ემინე ხელს ძალით უკან სწევდა. ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა და უხერხული სიტუაციის განმუხტვა ფართო ღიმილით სცადა.