აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში.

შეერთებული შტატები ირანს პასუხისმგებლობას აკისრებს კომერციული გემებისა და სამოქალაქო ეკიპაჟების მიმართ განხორციელებული ბოლოდროინდელი, გაუმართლებელი აგრესიის გამო, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საერთაშორისო ნაოსნობის არხში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები