ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება
“გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში ერთი და იგივე ტექსტია დაწერილი, რადიკალების მხრიდან მიწოდებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აინიცირებს ჯო უილსონი, რომელიც სამარცხვინო პიროვნებაა. ყველამ იცის, რომ რადიკალური ოპოზიციისგან ფულს იღებს, ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, დროშებით ვაჭრობს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ადამიანში ფულს როგორ იხდიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.