Forbes: რუსეთმა საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო – ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა

რუსეთში დრონების საწინააღმდეგო მისიის დროს, მისმა საკუთარმა მობილურმა საჰაერო თავდაცვის ჯგუფმა Ka-52 Alligator-ის თავდასხმის ვერტმფრენი ჩამოაგდო, – ინფორმქციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვერტმფრენი უკრაინულ დრონებზე ნადირობდა, როდესაც იმავე მისიაში ჩართულმა სახმელეთო მობილურმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა ცეცხლი გახსნა.

როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინის საჰაერო დარტყმები ემყარება AN-196 Lyuty-ს და Fire Point FP-1 დრონებს – ჩუმ თვითმფრინავებს, რომლებიც საათში 120 მილამდე სიჩქარით დაფრინავენ. ანგარიშის თანახმად, ისინი დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო რუსეთის ძლიერ სარაკეტო თავდაცვას გვერდს უვლიან, რაც მათ სხვა იარაღისთვის, განსაკუთრებით კი ვერტმფრენებისთვის, მარტივ სამიზნედ აქცევს.

სწორედ ამიტომ, რუსეთმა, უკრაინის მაგალითის შემდეგ, მობილური მოხალისეთა ჯგუფები, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმის ადგილებში განალაგა. ამ შემთხვევაში, წყაროს ცნობით, BARS-ის (ქვეყნის საბრძოლო არმიის რეზერვი) დანაყოფი შეიარაღებული იყო 9K333 Verba MANPADS-ით – თანამედროვე სისტემით სამმაგი მიმართულების თავით, რომელიც აკონტროლებს სამიზნეებს ულტრაიისფერ, ახლო ინფრაწითელ და საშუალო ინფრაწითელ დიაპაზონებში.

ვერტმფრენში ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი კატაპულტირების სისტემის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა, მეორე კი გადარჩა.

აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე ჩამოაგდეს მინიმუმ შვიდი საკუთარი ვერტმფრენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები