თორნიკე ჭეიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ისინი არიან თვითლიკვიდაციის ფინალურ სტადიაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ პარტიაში არსებული ვითარება შეაფასა.

“ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკომედიური ეპიზოდი, რომელიც მეტყველებს ძალიან მკაფიოდ ერთ რამეზე, რომ ისინი არიან თვითლიკვიდაციის ფინალურ სტადიაზე და უკვე აბსოლუტურად გაუაზრებლად, მათ შორის, ერთმანეთთან მიმართებით, ცდილობენ, რომ გაარკვიონ ურთიერთობები იმ ფორმებით, რომელიც არის ზოგადად მიუღებელი საზოგადოებისთვის,” – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები